პროექტები

პროექტი გეოგრაფიაში ▼ 2017/2018 ▼ ოქტომბერი დარეჯან გოგოჩაშვილი 2017 წლის ოქტომბერი დედამიწის პირველი მკვლევარები 1.პროექტის სახელი: დედამიწის პირველი მკვლევარები 2.პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი მოგზაურების, ექსპედიციების და მათი მნიშვნელობის შესახებ, მოიპოვებენ ინფორმაციას ისტორიული ეპოქებისა და იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რომლებმაც განაპირობეს და განსაზღვრეს გეოგრაფიული აღმოჩენები. გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე გამოჩენილ მოგზაურებსა და მოგზაურობების შესახებ. ი.ს.ტ-ს და სხვა საინფორმაციო წყაროების გამოყენებით გამოიმუშავებენ მონაცემების აღრიცხვისა და ანალიზის უნარს. 3.პროექტის სრული აღწერა: გაეცნობიან გეოგრაფიული აღმოჩენების მნიშვნელოვან პერიოდებს, მოიძიებენ ინფორმაციას გამოჩენილ მკვლევარების შესახებ , რომელთაც უდიდესი დამსახურება მიუძღვით მსოფლიოს უცნობი ტერიტორიების, ქვეყნებისა და ხალხის, ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების შესწავლის საქმეში। დაადგენენ გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებს, ხელისშემწყობ ფაქტორებს და შედეგებს. შეადგენენ რუკებს სადაც დატანილი იქნება მოგზაურობის მარშრუტები და აღმოჩენილი მიწები, შექმნიან ცხრილებს სადაც ასახავენ ექსპედიციის ძირითად მნიშვნელობას, აღმოჩენილი მიწების ძველ და ახალ სახელწოდებებს. აღწერენ ორიენტირების იმ ხერხებს რომელთაც გამოიყენებდნენ მოგზაურები. განიხილავენ იმ დაავადებებს რომლებიც ზღვაზე ხანგრძლივ მოგზაურობას თან სდევდა: ბერი-ბერი, სურავანდი, ქათმის სიბრმავე. მოსწავლეები გაეცნობიან გეოგრაფიული აღმოჩენების მნიშვნელოვან პერიოდებს და მკვლევარებს: 1.ძველი მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის ხალხების- პირველი მოგზაურების: ბაბილონელების , ასირიელების, ფინიკიელების, ძველ ეგვიპტელების, ინდოელების, ჩინელების მიერ დაგროვებულ ცოდნას. 2.ანტიკური ხანის გეოგრაფები ბერძნები და რომაელები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს გეოგრაფიული იდეების განვითარებაში: თალეს მილეტელი, ჰერადოტე, არისტოტელე, ერატოსთენე, სტრაბონი, პტოლემე. ანტიკური დროის შემომქმედი მემკვიდრეები ბიზანტიელები და არაბები. 3.შუა საუკუნეების მკვლევარები: მამაცი სკანდინავიელი ზღვაოსნები ნორმანები (ვიკინგები) და იტალიელი ვაჭარი მოგზაური მარკო პოლო. 4.დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა: ქრისტეფორე კოლუმბი, ამერიგო ვესპუჩი, ბართოლომეო დიაში, ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი, ხუან სებასტიან ელ-კანო, ამერიგო ვესპუჩი, ჯონ კაბოტი, ნუნიეს დე ბილბაო, ფრენსის დრეიკი, აბელ ტასმანი. 5। მე–17-18 პერიოდის აღმომჩენები:აბელ ტასმანი, ჯეიმს კუკი, ალექსანდრე ჰუმბოლტი, ჟან ფრასუა ლაპერუზი. 619-20 უახლესი პერიოდი: პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი, ნიკოლოზ მიხუკო მაკლაი, ფრიტიფ ნანსენი, დევიდ ლივინგსტონი, მერი კინგსლი, ჰენრი მორტონ სტენლი, რაულ ამუნდსენი, რობერტ სკოტი, რობერტ პირი. 7।გამოჩენილი ქართველი მოგზაურები:ჩახრუხაძე, ულუ დავითი და ნარინ დავითი, ეფრემი, ნიკოლოზ ირბახი (ჩოლოყაშვილი), ტიმოთე გაბაშვილი, იონა გედევანიშვილი, რაფიელ დანიბეგაშვილი, სულხან- საბა ორბელიანი, ვატანგ 6, ვახუშტი ბაგრატიონი, ალექსანდრე ჯავახიშვილი. 8.ქართველი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. მოიძიებენ ინფორმაციებს, მოამზადებენ მასალებს პრეზენტაციისათვის და განათავსებენ ინტერნეტში. 4. მონაწილეთა ასაკი: 8- 11 კლასები, 13-16 წელი. 5.ვადები/ ხანგრძლივობა: 3-4 თვე. 6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალის პრეზენტაცია. მოზაურობის მარშრუტის ამსახველი კონტურული რუკების, ნახატების, სურათების გამოფენა. სიმულაციური თამაში რომელიც ასახავს ერთ-ერთი დიდი მოგზაურობის მონაწილეთა საზღვაო ცხოვრებას, დისკუსია, მოძიებილი მასალებისა და ნამუშევრების განთავსება ბლოგში. 7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერული ძიების, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიების, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიეტირების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ისწავლიან პრეზენტაციას, დისკუსიას, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: კონტურულ რუკებზე დატანილი მარშრუტები, ფოტოები, ვიდეო მასალები, შექმნილი ბლოგი. 8.სარგებელი სხვებისთვის: გაიგებენ უფრო მეტს მოგზურებსა და ექსპედიციების შესახებ. გაეცნობოან თავისი თანატოლების შემოქმედებას. 9.სამუშაო ენა: ქართული 10 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ინფორმატიკა 11.პროექტის ხელმძღვანელი-დარეჯან გოგოჩაშვილი 12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dare.gogoCaSvili@gmail.com ჩემი პორტფოლიო: გეოგრაფიის განვითარების ისტორია

No comments:

Post a Comment